რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 39 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
მისივე განცხადებით, კლინიკიდან გუშინ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, მეორე პაციენტი კლინიკას, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს.
თეა თავართქილაძის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომუშავე პერსონალს უკვე ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება ანტისხეულებზე. გუშინ ჩატარდა PRC ტესტირება და სწორედ ეს ტესტირება რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე 2 კვირაში ერთხელ სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება.
„ამ ეტაპზე 64 პაციენტი მკურნალობს ჩვენთან. ერთი პაციენტი გუშინ გაეწერა კლინიკიდან, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
დღეისათვის კლინიკაში 39 ინფიცირებული პაციენტი გვყავს. გვყავს ასევე ერთი გაჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც ხვალ დატოვებს, სავარაუდოდ, კლინიკას.
რაც შეეხება ტესტირების პასუხებს, გუშინ გაგზავნილი იყო 45 ტესტი, აქედან 23 იყო თანამშრომლის და ყველა პაციენტის პასუხი იყო უარყოფითი. სწრაფი ტესტები ანტისხეულებზე უტარდებოდა სამედიცინო პერსონალს ყოველ სამ ან ოთხ დღეში ერთხელ. გუშინ ჩატარდა პირველად PRC ტესტირება და ჩვენი კლინიკის ბაზაზე ეს ტესტირება ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა, რომელიც წინა ხაზზე მუშაობს და აღალი რისკის ქვეშაა გაუმეორდებათ 2 კვირაში ერთხელ“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.